logo
ENG



"პოსტკოვიდურ პერიოდში კულტურის სფეროს დასახმარებლად" მერია ღია ცის ქვეშ კონცერტებს მართავს

04 აგვ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 
"პოსტკოვიდურ პერიოდში კულტურის სფეროს დასახმარებლად" მერია ღია ცის ქვეშ კონცერტებს მართავს

თბილისის მერია ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში კონცერტების გამართვას გეგმავს. მათში მონაწილეობას ათობით ქართველი მომღერალი მიიღებს.

უცნობია, კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაესწრება ღონისძიებას და რამდენად გაკონტროლდება  შრომის ინსპექტირების რეკომენდაცია 200-კაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით. ღონისძიების აღწერაში ნათქვამია, რომ დასწრება თავისუფალია. 

როგორც თბილისის მერიაში ფორმულას უთხრეს, სხვადასხვა რაიონებში დაგეგმილი კონცერტები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არის გათვალისწინებული. უწყების ცნობით, ადგილზე კონცერტის დაწყებამდე აფრთხილებენ დამსწრეებს, რათა დაიცვან დისტანცია და სხვა წესები. 

პროექტის "თბილისის ღია ცის ქვეშ" ფარგლებში უკვე გაიმართა ორი კონცერტი გლდანსა და ვარკეთილში. ფოტოებიდან ჩანს, რომ დამსწრეთა შორის სიმჭიდროვეა.

დაგეგმილი კონცერტების შესახებ Facebook-ზე საჯარო ივენთია შექმნილი. მერიაში ამბობენ, რომ დამსწრეთა დიდი ნაკადის თავიდან ასარიდებლად ღონისძიების რეკლამებს არ ავრცელებენ. მათივე ცნობით, კონცერტების მიზანია, პოსტკოვიდურ პერიოდში დაეხმარონ კულტურის სფეროს.

მომდევნო ღონისძიებები 7 და 9 აგვისტოს, 20 საათზეა დაგეგმილი. მონაწილე მომღერლები იქნებიან:

  • თემო რცხილაძე
  • ქართული კვარტეტი
  • სოფო ბედია
  • ნატო გელაშვილი
  • სოფო ხალვაში
  • მარიკო ებრალიძე
  • მაია კაჭკაჭიშვილი
  • ეკა კვალიაშვილი
  • დათუნა სირბილაძე
  • სალომე კორკოტაშვილი
  • ნატო მეტონიძე
  • მარკუს მეტრეველი
  • აჩიკო მეფარიძე
  • გიორგი მეფისაშვილი
  • ქეთი ორჯონიკიძე
  • მარიტა როხვაძე
  • რომა რცხილაძე
  • ირმა სოხაძე
  • თემო საჯაია
  • გიორგი სუხიტაშვილი
  • აჩიკო ნიჟარაძე
  • ნეკა სებისკვერაძე
  • შვიდკაცა
  • ალილო
  • ხათუნა ჟორდანია
  • ქუჩის ბიჭები
  • მაკა ზამბახიძე
  • ბესო კალანდაძე
  • ძვალი
  • ტატო გოდერძიშვილი
  • აჩიკო ფურცელაძე
  • ნინო ჩხეიძე
  • პანჩო
  • მაია ყარყარაშვილი
  • თემურ თათარაშილი
  • რატი დურგლიშვილი
  • ჯემალ სეფიაშვილი
  • ცისანა სეფიაშვილი
  • ნუკრი კაპანაძე

აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირის წინ კომუნა "მზესუმზირა" და კიდევ რამდენიმე კლუბი ელექტრონული მუსიკის ღონისძიების გამართვისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც "მზესუმზირას" ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი დაჯარიმების მიზეზი არის ის, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში. დაჯარიმდნენ სხვა ღამის კლუბებიც. მათ ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს და სახელმწიფოს მოუწოდეს, საბოლოოდ განისაზღვროს რეგულაციები, რომლითაც საქმიანობის განახლებას შეძლებენ. 

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა, გარკვეული პირობებით, მოიხსნა. ღია ცის ქვეშ დაშვებულია არაუმეტეს 200 ადამიანის შეკრება.

 


close დახურვა